|
2016-07-05 11:57:35, 1011 ნახვა
რეგიონი
კომისიამ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილა
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ბენეფიციარების - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ორი ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართები დადებითად შეაფასეს და დასკვნის მისაღებად ექსპერტიზაზე გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. დღეის მდგომარეობით, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში: მუნიციპალიტეტებისათვის შუამდგომლობის დაყენების მიზნით გადაგზავნილია 193 ეკომიგრანტი ოჯახის მონაცემი; გამგეობების მიერ შუამდგომლობა აღიძრა 22 ოჯახზე; 22 ოჯახიდან 20 ოჯახს გაეგზავნა შეთავაზება საცხოვრებელი ფართების მოძიების მიზნით, 2 ოჯახს უარი ეთქვა პროგრამაში ჩართვაზე; ამ ეტაპზე შესასყიდად საცხოვრებელი ფართი წარმოადგინა 4 ოჯახმა და იგზავნება ექსპერტიზაზე ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით; გამგეობის მიერ შუამდგომლობის აღძვრაზე უარი ეთქვა 14 ოჯახს; გამგეობა აგრძელებს 154 ოჯახის შესწავლას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)