11:51 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 19:36:28, 1140 ნახვა

სამართალი
მარიონეტულმა რეჟიმმა ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა

"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მოქალაქე დააკავა", - ამის შესახებ რუსული სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს დივერსიულ და ტერორისტიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

“რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობაში ეჭვმიტანილი, 1978 წელს ცხინვალის რაიონის სოფელ დისეუში დაბადებული გიორგი გ. დააკავეს”, - ნათქვამია არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ე.წ. კომიტეტის მტკიცებით, დაკავებული 2004 წლიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი უკანონო შიარაღებული ფორმირების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.

“კერძოდ, გიორგი გ. ეჭვმიტანილია 2007 წელს ცხინვალის რაინის სოფელ ხელჩუაში, ხალხმრავალ ადგილას ხელყუმბარის აფეთქებასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამეთვალყურეო ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნაში, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო”, - ნათქვამია ოსური მხარის განცხდებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics