|
2016-07-04 15:09:19, 1212 ნახვა
რეგიონი
აჭარა „ПЯТНИЦА" -ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა
აჭარის ტურისტული პოტენციალი რუსეთში პოპულარული ტელეარხის „ПЯТНИЦА" -ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად, რეგიონს გადაცემა „ЖаннаПожени“-ს გადამღები ჯგუფი სტუმრობდა. მათივე ცნობით, გადაცემის ფორმატის მიხედვით, ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა წყვილებს მათთვის საოცნებო ქორწილის გადახდაში ეხმარება და ისინი მათთვის სასურველ ქვეყანაში მიჰყავს. საქართველო, კონკრეტულად კი აჭარა არასტანდარტული ქორწილის გადასახდელად საინტერესო ტურისტული ადგილი აღმოჩნდა გადაცემის მორიგი წყვილისთვის. ქორწილის ორგანიზებისას გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბოტანიკური ბაღი, ფოლკლორი, სასტურმო და სარესტორნო პოტენციალი. ახალგაზრდა წყვილმა თავიანთი საოცნებო ქორწილი ბათუმში გადაიხადეს. გადაცემა ტელეარხის ეთერში მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გავა და ის პოპულარიზაციას გაუწევს, აჭარას როგორც ახალგაზრდა წყვილებისთვის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას. ტელეარხ „ПЯТНИЦА"-ს გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს მეორედ სტუმრობდა. პირველად, ისინი მაისში გადაცემა „Еда, я люблю тебя“ -ს გადაღებებისას იმყოფებოდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)