|
2016-07-04 14:13:50, 1356 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგო რატიანი: ჩატაევის გათავისუფლება გარკვეულწილად, რუსეთთან იყო სინქრონიზებული
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, აჰმედ ჩატაევისა და ზოგადად, რუსი ჯაშუშების გათავისუფლებასა და მათ გმირებად გამოცხადებაზე ამჟამინდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. როგორც "ექსპრენიუსთან" საუბრისას სერგო რატიანმა თეა წულუკიანისა და სოზარ სუბარის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, ტერორისტულ აქტებსა და ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანების გათავისუფლება, გარკვეულწილად, რუსეთის სახელმწიფოსთან იყო სინქრონიზებული. "ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც შეთქმულების თეორიებზე კი ნუ ლაპარაკობენ, ფაქტებზე ილაპარაკონ. დამნაშე აჰმედ ჩატაევი, დაკავებული იყო საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს, გარკვეულწილად, იყო სინქრონიზებული რუსეთის სახელმწიფოსთან. ჩატაევი წულუკიანმა, პირადად გაათავისუფლა. გასაგებია, რომ მთავარმა პროკურორმა გაათავისუფლა, მაგრამ წულუკიანი პირადად იყო პასუხისმგებელი ამ გათავისუფლებაზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ასევე მთელი ხელისუფლება პასუხისმგებელია ჩატაევის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, ეს არ იყო გამონაკლისი, ეს იყო წყება რუსი ჯაშუშების გათავისუფლებისა, ეს იყო დამნაშავეების გათავისუფლება და მათი მსხვერპლად გამოცხადება", - განაცხადა რატიანმა. მისივე თქმით, ომბუდსმენი 3 წლის განმავლობაში დაკავებული იყო ჩატაევის "გაპრავებით", „ხოლო მთელი ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის თამადობით, რუსების დაკვეთას ასრულებდა“. სერგო რატიანის თქმით, ჩატაევის მიერ თურქეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად საქართველოს საქვეყნოდ მოეჭრა თავი. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე გია ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან. „მას იყენებდნენ სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე და როდესაც, რაღაც არ მოეწონათ, ჩასვევს ციხეში. როგორც იუსტიის მინისტრმა აღნიშნა, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ჩატაევის საქმე გმაოძიებული იქნება“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)