|
2015-03-03 11:31:04, 1674 ნახვა
მსოფლიო
პოლონელ და ლატვიელ პოლიტიკოსებს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება არ მისცეს
რუსეთმა ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე პოლონეთის სენატის სპიკერს ბოგდან ბორუსევიჩს და ლატვიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ამჟამად ევროპარლამენტარ სანდრა კალიენტეს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება არ მისცეს სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ბოგდან ბორუსევიჩს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე პოლონეთის დელეგაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა, ხოლო სანდრა კალიენტე ლატვიის მთავრობას და ევროპულ სახალხო პარტიას წარმოადგენდა. როგორც ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რუსეთის მსგავსი გადაწყვეტილებით ძალიან გაკვირვებულია. „ვფიქრობ, რომ პოლონეთის და რუსეთის საზოგადოება აღნიშნული ფაქტიდან თავის დასკვნებს გამოიტანენ“,-განაცხადა ბორუსევიჩმა. ამასთან, პოლონეთში რუსეთის საელჩოს პრესსმდივანმა ვალერია პერჟინსკაიამ განმარტა, რომ ბოგდან ბორუსევიჩი რუსეთის წინააღმდეგ „ანტისანქციების“ ფარგლებში არსებულ, იმ პირთა სიაშია შეყვანილი, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ. რაც შეეხება ევროპარლამენტარ სანდრა კალიენტეს, მას რუსებმა „შერემეტევას“ აეროპორტის დატოვების საშუალება არ მისცეს და დიპლომატიური პასპორტი ჩამოართვეს. ასევე ევროპარლამენტარი, იმ ადამიანთა სიაშია შეყვანილი, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ლატვია რუსეთის მსგავსი ქმედებით აღშფოთებულია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)