|
2016-07-04 09:15:31, 1045 ნახვა
რეგიონი
გოდერძის საკურორტო ზონაში ახალი სასტუმრო შენდება
აჭარაში კიდევ ერთი მრავალნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა „ალიანს ჯგუგის“ მართველ პარტნიორ გიორგი ბიწაძესთან ერთად ჩააგდეს. მშენებლობის დაწყებით საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმროს მშენებლობა 24 თვეში დასრულდება. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროეტში დასაქმდება 100-მდე ადამიანი, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობით. „ორ წელიწადში გოდერძზე იქნება ევროპული სტანდარტების კურორტი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აჭარისათვის, რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, ადგილობრივების დასაქმებისათვის'' -განაცხადა არჩილ ხაბაძემ სასტუმრო კომპლექსის საძირკველის ჩაყრის შემდგომ. კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა. „ალიანს რეზორტი“ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყო საბანაკე ტერიტორია, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას, როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიცაა: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე , ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახორციელებს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც მოემსახურებიან ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)