|
2016-07-03 10:38:50, 1099 ნახვა
სამართალი
შსს-ს მეკავშირე ოფიცერი ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, ქართველი მეკავშირე-ოფიცერი პაპუნა დავითაია ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში - „აქტიურ ძალისხმევა“ მონაწილეობისათვის ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კლაივ ჯონსტონმა მედლით დააჯილდოვა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციის ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, ჰიბლარტარის სრუტესა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში ტერორისტული აქტების განხორციელების ნებისმიერი მცდელობის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა. ცნობისთვის, ქართველი მეკავშირე-ოფიცერი ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში 2014 წლიდან მსახურობს. ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბმა 2010 წლის 28 აპრილს მოაწერეს ხელი. ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან მეკავშირე-ოფიცრის განთავსება უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)