|
2016-07-02 18:51:46, 1115 ნახვა
სხვადასხვა
ჩეჩენი მაღალჩინოსანი: აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული
ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას Vesti.ru ჩეჩნეთის ვედენის რაიონის პოლიციის უფროსზე, აბუფეტ მუჰადინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰადინოვის თქმით, სტამბოლის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი უკრაინამ საქართველოს გადასცა და ამის შემდეგ ის არამხოლოდ ცხოვრობდა საქართველოში, არამედ მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული, ხოლო 2015 წელს უკვე სირიაში გადავიდა. როგორც მაღალჩინოსანი აცხადებს, სპეცსამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აჰმედ ჩატაევის ძმა შესაძლოა, ამ დროისთვის თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. შეგახსენებთ, თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ინფორმაციით, სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს. ცნობისთვის, აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბლისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრეისტულ დაჯგუფება “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)