|
2016-07-02 09:33:02, 1105 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება
შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ნატრიაშვილთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბესიკ ამირანაშვილი ბერძენ კოლეგას, საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინოს ცუვალასს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შედეგები განიხილეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზე შეაფასა. საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისა და ბერძენი სამართალდამცველების შეხვედრაზე ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმების“ გაფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს და სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის საქართველოსა და საბერძნეთის პოლიციის ურთიერთთანამშრომლობას. საბერძნეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაც გაიმართა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)