|
2016-07-01 14:35:10, 1106 ნახვა
სამართალი
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, შემოწმების პროცესს აქტიურად ახორციელებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სომხაძემ აღნიშნა, ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მოწმდება. „მოწმდება სურსათის უვნებლობა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე და აქტიურად ითანამშრომლოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ, რომელიც სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონსა და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების შეამოწმების პროცესს დაესწრო. ცნობისთვის, სახელმწიფო კონტროლის მიმდინარეობისას ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითებები და კონკრეტული ვადა შესასრულებლად. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 1282 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 10 ობიექტს, მათგან 9 ბიზნესოპერატორმა უკვე გამოასწორა არსებული შეუსაბამობები და კანონის შესაბამისად, მათ საწარმოო პროცესი აღუდგათ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)