|
2015-03-02 15:26:34, 3183 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია, ვიცე-პოლკოვნიკ ლევან გაბუნიას ხელმძღვანელობით, ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მიროსლავ როზმუსმა სამხედრო ჟანდარმერიის სათაო ოფისში უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში ქართველი სამხედრო პოლიციელების ჩართვის საკითხს დაეთმო. ბატალიონის სამუშაო ჯგუფმა სტუმრებს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ისტორიის, მიზნებისა და სტრუქტურის, ასევე შესაძლებლობების, განხორციელებული ოპერაციების (მისიები), წვრთნების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გაბუნია, დელეგაციის წევრებთან ერთად, ნატო-ს სამხედრო პოლიციის სრულყოფის ცენტრს ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრეგორჟ ვასილევსკიმ ქართულ მხარეს ქვედანაყოფის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრში გაწევრიანების შესაძლებლობები განიხილა. ქართული დელეგაცია მინსკ-მაზოვიეცკის სპეციალიზირებულ ქვედანაყოფშიც იმყოფებოდა. პოლონელმა კოლეგებმა სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლებაში მონაწილეობა გამნაღმველების, მყვინთავების, კინოლოგთა და პირადი უსაფრთხოების ჯგუფებმა მიიღეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)