17:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 13:56:56, 631 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ტერორისტული აქტის გამო, თურქ ხალხს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი მღებრიშვილმა თურქეთში, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, თურქ ხალხს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა:

„შემძრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ. ტერორიზმი - ესაა უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დაუპირისპირდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქ კოლეგებს სრულ თანადგომას უცხადებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი გულწრფელი სოლიდარობა თურქ ხალხს, დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს“,-ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics