|
2016-06-29 13:36:29, 832 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
უელსში, სენიბრიჯის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საბრძოლო სროლებით საველე ტაქტიკური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელ და კანადელ სამხედროებთან ერთად წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულის ათეულმა მიიღო მონაწილეობა. „ალფა“ ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) წევრიც არის. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება გაიარეს და უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჩატარებულ ქვეითი ათეულის, ოცეულისა და ასეულის შეტევით და თავდაცვით ოპერაციებშიც ჩაერთნენ. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობებიც ჩატარდა. სწავლება უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითმა ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნის მიმდინარეობას ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი ოფიცრები, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე და მაიორი გიორგი მაისაშვილი აკვირდებოდნენ. მათ წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასეს. აღინიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)