11:10 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 10:11:16, 1125 ნახვა

სამართალი
”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა.

ბრალდებულებს - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს აჟა ლელუაშვილს 3-წლიან პატიმრობა,  ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

ხიზანიშვილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამტყუნდა და წელიწადნახევარი მიესაჯა. ამასთან, გაფლანგვის მუხლით თბილისის სასამართლომ ხიზანიშვილი გაამართლა.

მას, პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ცნობისთვის, ხიზანიშვილი წინა წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ასევე, გიგი უგულავას მოადგილე და შს ადმინისტრაციის უფროსი იყო. ხიზანიშვილი გირაოთი იყო გათავისულფებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics