|
2016-06-27 17:45:36, 1462 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს არც ვაფერხებ და არც ვაჩქარებ
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას არც აფერხებს და არც აჩქარებს, - ამის შესახებ მერკელმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრის დასრუელბის შემდეგ განაცხადა. გერმანიის კანცლერმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ დიდ ბრიტანეთთან არაფორმალური მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა გამორიცხა. მერკელის თქმით, პროცესის დასაწყებად საჭიროა, რომ ლონდონმა ბრიუსელს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად აცნობოს. “მე რეალობის შესაბამისად ვმოქმედებ, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანელების უმეტესობამ გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება. ველი, რომ გარკვეულ დროს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 50-ე მუხლის შესახებ შეატყობინებს. მჯერა, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან განაცხადის გაკეთება ქრონოლოგიური წესით უნდა მოხდეს. მე არც ვაფერხებ და არც ვაჩქარება პროცესს. 50-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პროცესს”, - განაცხადა მერკელმა. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ “ბრექსითი” როგორც ევროკავშირის 27 ქვეყნის, ისე დიდი ბრიტანეთის ეკონომიკებს დააზარალებს. მერკელის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირში დარჩენილმა 27-მა სახელმწიფომ ერთიანობა შეინარჩუნოს. 28 ივნისს ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)