|
2016-06-27 14:18:36, 930 ნახვა
სამხედრო
უშიშროების საბჭომ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე ხიდაშელის ბრძანება გამოითხოვა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ჯერ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია და თავდაცვის მინისტრის ბრძანების თაობაზე მხოლოდ მინისტრის განცხადების დონეზე არიან ინფორმირებული. როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ, უშიშროების საბჭოს მდივანმა შესაბამისი ბრძანება გასაცნობად თავდაცვის სამინისტროდან უკვე გამოითხოვა. კომენტარი კი, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება. ბრძანებას თინა ხიდაშელმა დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა ხელი. მისივე თქმით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)