|
2016-06-26 12:40:16, 1298 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, მამა გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველების მიერ, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც უწყების პრესსამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, მამა გაბრიელ კახელიშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა. თუმცა, შსს-ს ცნობით, ამ შეთავაზებას მამაოს მხრიდან აგრესიული ქმედება მოჰყვა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მამა გაბრიელ კახელიშვილი სწორედ ამის გამო დააკავეს და ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადაყვანისას, მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა: "არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები, მაგრამ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ეხება მამაოს, ამ ეტაპზე ამ კადრების გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ",-განუცხადეს "ქსპრესნიუსს" შსს-ში. შეგახსენებთ, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი ირწმუნება, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურდ გაუსწორდნენ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)