|
2016-06-25 10:32:26, 1203 ნახვა
ეკონომიკა
არქი ჯგუფი ახალი სამშენებლო პროექტის მშენებლობას იწყებს
არქი ჯგუფი ახალ მასშტაბურ მშენებლობას ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში - მუსხელიშვილის ქუჩაზე, შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ იწყებს. არქი ვაზისუბნის პროექტის პრეზენტაცია მშენებლობის ადგილზე 25 ივნისს 12:00 გაიმართება და მხოლოდ ამ დღეს მსურველები შეძლებენ ბინის შეძენას განსაკუთრებულად დაბალ ფასად. ახალი პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციით და მისი ღირებულება 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს. საცხოვრებელი კომპლექსი კი 31 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, საიდანაც 3000 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა იქნება. კომპლექსში გათვალისწინებულია სამი საცხოვრებელი ბლოკი და ჯამურად 400-მდე ბინა. პროექტის პრეზენტაციას დაესწრება არქი ჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ილია წულაია, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ღოღობერიძე და თბილისის მერის მოადგილე - ირაკლი ლექვინაძე. შეგახსენებთ, რომ არქი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არქი ჯგუფის ყველა პროექტის მშენებლობა გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით იტონგით ხორციელდება. კომპანიას აქვს 7 დასრულებული და 10-მდე მიმდინარე მშენებლობა თბილისის მასშტაბით.
(R)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)