14:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 21:50:04, 769 ნახვა

საზოგადოება
ხანდაზმულ სამართალდამრღვევებზე პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი დაამტკიცა

ამნისტიის აქტის გამოცემის შესახებ ფრაქცია “ეროვნული ფორუმის“ ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ფრაქციის მიერ ინიცირებული ”ამნისტიის შესახებ” პროექტი დღეს 77 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს. 

აღნიშნული პროექტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან მამაკაცების - 70 წლის, ხოლო ქალების 65 წლის ასაკიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ინიციატივას პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება, რის შედეგადაც საპატიმრო დაწსებულებას 116 პატიმარი დატოვებს.

პროექტით, ამნისტია ვრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან მამაკაცები 70 წლის, ხოლო ქალები 65 წლის ასაკიდან, 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. 

პროექტის თანახმად, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) და 182-ე მუხლის პირველი ნაწილით(მითვისება ან გაფლანგვა) გათვალისწინებულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან პირი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ პირზე გავრცელდეს ამნისტია. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამნისტია უნდა აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics