|
2016-06-24 19:11:27, 753 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი: იმედი მაქვს, კადეტთა ლიცეუმს გოგონებიც შეუერთდებიან
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის გამოშვება ლიცეუმში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. გამოსაშვებ ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. “მინდა გისურვოთ, სულ ასე ამაყად შეხვედროდეთ საქართველოს დროშას, ამაყად შეგესრულებინოთ საქართველოს ჰიმნი და ამაყად გეტარებინოთ სამხედრო მოსამსახურის ფორმა ყველას, ვინც გადაწყვიტეთ სამხედრო კარიერის გაგრძელება. თუმცა, ყველა დანარჩენს, ვინც სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას, მინდა გისურვოთ, ყოველთვის სიამაყით გაგეხსენებინოთ წლები, რომელიც ლიცეუმში გაატარეთ. ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რომ თქვენ ყველა დარჩეთ სამხედრო სამსახურში, თუმცა, მთავარია დარჩეთ საქართველოს სამსახურში. მთავარია ემსახურებოდეთ საკუთარ ქვეყანას სადაც გააგრძელებთ ცხოვრებას და სამსახურს, სადაც გადაწყვეტთ, რომ საკუთარი სამსახურით ასახელოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახები და შემდეგ სამშობლო. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ ამ წარჩინებული წლებისთვის. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ეს ლიცეუმი სულ უფრო და უფრო მეტად იხვეჭს სახელს. შეუძლებელია ეს მხოლოდ შეიარაღებული ძალების დამსახურება იყოს. პირველ რიგში, ეს პედაგოგების და თქვენი დამსახურებაა. თქვენ ხართ საუკეთესო ელჩები და საუკეთესო წარმომადგენლები იმის, რაც აქ ხდება. თქვენი ისტორიებით შეიძლება წავახალისოთ სხვა ახალგაზრდები და მომავალი თაობები. თქვენი წარმატებებით შეიძლება წავახალისოთ ისინი, რომ შეუერთდნენ ლიცეუმს და შემდეგ მოხვდნენ სამხედრო სამსახურში. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან თქვენს შემადგენლობას გოგონებიც შემოუერთდებიან. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თანასწორობა უნდა იყოს ყველგან და მათ შორის ჯარშიც. განსაკუთრებით კი ეს უნდა ჩანდეს სასწავლო დაწესებულებებში. ჩვენ უნდა მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველა მოქალაქეს. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი კარიერა. თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ემსახურონ ქვეყანას იქ, სადაც ყველაზე მეტად გაუწევთ გული. მინდა, ლიცეუმის ტრიბუნიდან მივმართო გოგონების მშობლებს, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, ღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება და ღირს თუ არა საკუთარი შვილების მხარდაჭერა. ეს არის პრესტიჟული, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო დაწესებულება საქართველოში. ეს არის სასწავლო დაწესებულება, სადაც ეუფლებიან არა მხოლოდ ცოდნას, არამედ, იძენენ განსაკუთრებულ ჩვევებს, სადაც სწავლობენ ქვეყნის სიყვარულს, სადაც სწავლობენ ქვეყნის სამსახურს. ეს არის დაწესებულება, რომელიც იძლევა საუკეთესო განათლების შესაძლებლობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომელ სკოლასაც არ უნდა ამთავრებდეს, სკოლის დამთავრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ, როდესაც სკოლას ამთავრებ სამხედრო ფორმაში, ეს განსაკუთრებულ პატივს გმატებს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას განიჭებს, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გაძლევს. მინდა, ყველამ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და გახსოვდეთ მუდამ, რომ იმის მიუხედავად, სად წახვალთ, სამი წლის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ფორმას ატარებდით. მინდა, ამ ფორმის ღირსება მიჰყვებოდეს თქვენს მთელ ცხოვრებას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 2012 წლის შესარჩევი კონკურსის შედეგად კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 120 კადეტი ჩაირიცხა. მათგან ლიცეუმი წარმატებით 72-მა კადეტმა დაასრულა. ცხრა საუკეთესო კურსდამთავრებულს ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების წარჩინებით დამთავრების სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. ლიცეუმის ორი კადეტი ოქროს მედალოსანი, ხოლო 4 - ვერცხლის მედალოსანი გახდა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა უმეტესობამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ლიცეუმში სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეთოდიკით მიმდინარეობდა. კადეტებმა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადების, ისტორიის, სამხედრო საქმის, ტოპოგრაფიისა და ინფორმატიკის კურსი გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჩაუტარდათ, სადაც ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება და კავშირგაბმულობა შეისწავლეს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)