|
2016-06-24 13:22:27, 970 ნახვა
რეგიონი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ძიანგსის პროვინციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და ძიანგსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა მოაწერეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი საერთო სარგებელზე დაყრდნობით სხვადასხვა სექტორში მხარეების თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს განყოფილებას შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. თანამშროლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ ფაზაში 2015 წელს შევიდა. ამავე წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის, აგრეთვე ბათუმის მერიასა და სინძიან უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრმლობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ჩინეთის პარტნიორი და დამეგობრებული პროვინციების ოფიციალურ დელეგაციებს ბოლო წლებში აჭარამ არაერთხელ უმასპინძლა. თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წლის აპრილის თვეში აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პირველად იმყოფებოდა ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე, არჩილ ხაბაძე შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში, აგრეთვე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მაგისტრატურის სტუდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტრენინგზე იმყოფებოდნენ. საქართველოსა და ჩინეთის საგარეო უწყებებს შორის იმართება რეგულარული კონსულტაციები. ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორისაა.
NS
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)