|
2016-06-23 15:52:42, 984 ნახვა
რეგიონი
სოფელ უდაბნოს მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო. პროექტი სადაწნეო მაგისტრალის მშენებლობას, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, საქლორატოროსა და ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სოფელ უდაბნოს მოსახლეობას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას ასეულობით მეტრის გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული რობლემა საბოლოოდ მოგვარდება და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამსენებლო სამუსაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)