07:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 13:08:16, 566 ნახვა

პოლიტიკა
დამატებით 99 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება

99 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათი დამატებით 38 ათას ადამიანს შეეხება:

„მინდა, შევეხო  მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების შეტანას, რომელიც მოიცავს მთლიანობაში 38 ათას ადამიანს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან 38 ათას ადამიანს დამატებით შეეხება ის სოციალური შეღავათები, რომელიც არის გათვალისწინებული კანონით, რომელიც ჩვენ სულ ახლო წარსულში მივიღეთ. დღემდე ამ დასახლებების არ დაფარვა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზირებული მონაცემები, ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 38 ათასი ადამიანი, 99 ახალი დასახლება დაემატოს ნუსხას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics