|
2016-06-23 11:56:02, 973 ნახვა
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს იოსებ ოქრომელიძესა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის, სოფლად არსებული ვითარების გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა. შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომელებიც მუნიციპალიტეტის რვა სოფლს წარმოადგენდნენ, მხარის რწმუნებულს დასახლებებში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ უამბეს. იოსებ ოქრომელიძემ შეხვედრაზე მყოფი თითოეული მოქალაქის შეკითავას ამომწურავად უპასუხა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიერ წარმოჭრილი პრობლემური საკითხების უმრავლესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,სარწყავი და სასმელი წყლების საკითხის მოგვარებას და გაზიფიცირების მოთხოვნას შეეხებოდა. იოსებ ოქრომელიძის თქმით, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების უმრავლესობა 2017 წლამდე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით სრულად იქნება გადაჭრილი. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ თემში არსებული პრობლემების იდენთიფიცირებისა და გადაჭრისთვის მოქალაქეთა აქტიურობა და ჩართულობა აუცლებელია. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ამ დრომდე გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ცნობილი არ იყო, იოსებ ოქრომელიძემ მოსახლეობის მიერ გაჟღერებული თითოეული პრობლემა მოინიშნა და უახლოეს პერიოდში მათ ამ საკითხების გარკვევას და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაპირდა. ცნობისთვის, შეხვედრა, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის, „აქტიური და გამჭვირვალე თვითმმართველობა შიდა ქართლში“ ფარგლებში მოეწყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)