|
2016-06-23 11:49:35, 714 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა - აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მ თავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. "ძალიან საამაყოა, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. მართლაცდა საამაყოა, რომ ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაც არაერთხელ აღნიშნულა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სტუმრების მხრიდან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომლიც წყალობითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ ამ სამსახურით," -განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა წვევამდელებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოს მშვიდობიანი განვითარების საქმეში. "მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ახალწვეულებს, ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო და აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ ერთხმად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის გამო და მინდა გისურვოთ ქვეყნის სამსახურში დგომა, უანგარო სამსახური. გისურვებთ უსაფრთხო სამსახურს და თქვენთან ერთად იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო," - განაცხადა კვირიკაშვილმა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104 წვევამდელმა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული ჩვენებები წარმოადგინეს.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)