|
2016-06-21 19:24:32, 999 ნახვა
ეკონომიკა
თბილისს სამუშაო ვიზიტით გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული ერებისინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO). თანამშრომლობა ხორციელდებასაქართველოში ინდუსტრიულიპოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და აღნიშნული სტრატეგიის დანერგვის მიმართულებით. UNIDO-ს გენერალური დირექტორის ლი იონგისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმდინარე წლის 18-21 ივლისს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევაUNIDO-ს დელეგაცია (UNIDO Fact Finding Mission). ვიზიტის მიზანია ქვეყნის დახმარების საშუალო ვადიანი პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა დარგში პრიორიტეტული ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსება.აგრეთვე, განხილულ იქნება ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროექტის ქვეყნის დახმარების პროგრამის ფაგლებში (Country Programming Framework) დაფინანსების საკითხი. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების მოძიების მიზნით, მისიას დაგეგმილი აქვსშეხვედრების გამართვა ორმხრივ დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დელეგაციის ვიზიტის კოორდინაციას ახორციელებსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)