|
2016-06-21 18:57:58, 1061 ნახვა
სამართალი
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ა.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებულმა ა. ტ.-მ ყოფილი მეუღლე ნ.ტ. მოტყუებით, მათი გარდაცვლილი საერთო ნაცნობის ოჯახისთვის მისამძიმრების მიზეზით მიიყვანა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ყოროლისთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე და განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩაქუჩის გამოყენებით თავისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები, შემდეგ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვა და მიიმალა. ნ. ტ. 2016 წლის 11 ივნისს დილის საათებში შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად იგი სიკვდილს გადაურჩა. ა. ტ. -ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)