|
2016-06-21 16:49:23, 942 ნახვა
სამართალი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კანონმდებლობა აამოქმედდა“
ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი გამოცემა „Circle Diplomatique“-ს ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებზე ესაუბრა. შეკითხვაზე, თუ რატომ არის ავსტრიული მართლმსაჯულების სისტემა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადი, ავსტრიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა საქართველოსთან ურთიერთობის მაგალითი მოიყვანა. მისი აზრით, თანამშრომლობას ამარტივებს ისტორიული ურთიერთობები და საერთო კულტურული ღირებულებები. ვოლფგან ბრანდშტეტერმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გაიხსენა. „როდესაც პირველად ჩავედი თბილისში, ვკითხე ჩემს კოლეგას, თუ იცოდა ბერტა ფონ ზუტნერის სახლის ადგილმდებარეობა. ბერტა ფონ ზუტნერი იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. „რა თქმა უნდა!“ − მიპასუხა მან. ჩვენ ვესტუმრეთ მის სახლს, რომელსაც მემორიალური დაფა ამშვენებს. ჩვენი საერთო წარსულის არსებობა, რა თქმა უნდა, ამარტივებს მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის საჭირო ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, − განაცხადა იუსტიციის ფედერალურმა მინიტრმა. სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მაგალითად, ავსტრიელი იურისტის, რენატე ვინკლერის, მიერ, რომელიც გაერო-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კომისიის ვიცეპრეზიდენტია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა და ამოქმედდა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კანონმდებლობა არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების საკითხში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)