|
2015-02-28 16:11:13, 1840 ნახვა
მსოფლიო
დევიდ ქემერონი: ბორის ნემცოვის ამაზრზენი მკვლელობით შოკირებული ვარ
„ეს მდაბიო ქმედება სრულიად სასწრაფოდ და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები კი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ“, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს. როგორც ქემერონის განცხადებაშია აღნიშნული, ბორის ნემცოვი გამბედავი და იდეური ადამიანი იყო. „შოკირებული ვარ ბორის ნემცოვის ამაზრზენი მკვლელობით, რომელიც მოსკოვის ცენტრში გასულ ღამეს მოხდა. ეს მდაბიო ქმედება სრულიად სასწრაფოდ და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები კი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. ბორის ნემცოვი გამბედავი და იდეური ადამიანი იყო. ის არ იღლებოდა რუსი ხალხის უფლებების დაცვით და ითხოვდა მათთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებას, კანონის უზენაესობასა და რუსეთში კორუფციის აღმოფხვრას. ის აკეთებდა ამას ყოველგვარი შიშის გარეშე და არასოდეს არავის აძლევდა მისი დაშინების უფლებას. მის დამსახურებას აფასებდნენ ბრიტანეთში, მათ შორის მისი მეგობრის მარგარეთ ტეტჩერის გამო, რომელიც მისი მკვლელობის გამო შეძრწუნებული იქნებოდა. ვუსამძიმრებ ბორის ნემცოვის ნათესავებსა და ახლობლებს. ბორის ნემცოვი მკვდარია, თუმცა მისი ღირებულებები არასოდეს მოკვდება“, - ნათქვამია დევიდ ქემერონის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)