07:03 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:05:35, 1014 ნახვა

რეგიონი
აჭარის დელეგაცია კვიპროსს სტუმრობს

აჭარის რეგიონი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატს კიდევ უფრო აფართოებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია დღეს კვიპროსის რესპუბლიკაში, საპორტო ქალაქ პაფოსში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, ქალაქ პაფოსის მერთან ფედონას ფედონასისთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ანდრეას დემეტრიადესისთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. ბათუმისა და პაფოსის მერები გამართავენ დისკუსიას ორ ქალაქს შორის კულტურულ და ტურისტულ ურთიერთობებზე. მოეწყობა ბათუმისა და აჭარის რეგიონის პრეზენტაცია. ქართული კულტურის პოოპულარიზაციის მიზნით თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი" და სიმღერის ანსამბლი ,,ელესა".

გარდა ამისა, ბათუმისა და პაფოსის მუნიციპალიტეტებს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის. ღონისძიებას პაფოსის მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics