|
2016-06-16 19:52:16, 1301 ნახვა
სამართალი
ახალციხის სამხედრო ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალციხის სამხედრო ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე რეგიონში უსაფრთხოების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა. კონფერენციაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 23 წარმომადგენელი მონაწილეობდა. თვითმმართველობების წარმომადგენელები მუნიციპალიტეტებში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პასუხისმგებელ პირებად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 53-ე სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად დასახელდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთანაც გამართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)