02:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 15:20:44, 1292 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი: ევროკავშირსა და რუსეთს შორის უნდობლობის დონე გაიზარდა

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, რუსეთსა და ევროკავშირის შორის დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს, - ამის შესახებ Daily.lv იუწყება.

ამასთან, იუნკერის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის უნდობლობის დონე გაიზარდა და ნდობის აღდგენაა საჭირო.

“მე ყოველთვის მჯერა დიალოგის ძალის. საჭიროა მოლაპარაკებები, სანქციების მიუხედავად, საჭიროა, რომ დიალოგისთვის კარი ღია იყოს. ჩემი აქ ყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ მსურს ხიდების აღგენა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

ეკონომკური სანქციების გაუქმების ერთადერთ გზად ჯან-კლოდ იუნკერი მინსკის შეთანხმებების შესრულებას მიიჩნევს.

“ჩვენ უნდა ვიმოძრავოთ წინ და გზა უკრაინით დავიწყოთ. უკრაინელმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი, რომლის შექმნაც საკუთარი შვილებისთვის სურთ. ჩვენ უკრაინის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. რუსეთი მინსკის შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა. ამიტომ მორიგი ნაბიჯები აშკარაა: საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები, მინსკის შეთანხმებების სრული შესრულების უზრუნველყოფა.

ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენი მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ, და ერთადეთი გზა ეკონომიკური სანქციების გასაუქმებლად”, - განაცხადა იუნკერმა.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics