03:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 17:32:47, 741 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა   სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახლმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად ვიზიტად იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს წელს უკვე მისი მეორე ვიზიტია. ასევე, საქართველოში მარტში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო.  მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხის თაობაზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics