|
2016-06-15 16:00:49, 1073 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. ADB-ში აღმასრულებელმა დირექტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზებისთვის და ფინანსთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ქ.მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, იეშიმ ელჰან კაიალი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)