15,16,17 ივნისს, 20:00 სთ  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და შემოქმედებითი ლაბორატორია „არტლაბი“, წარმოგიდგენთ  პრემიერას  სპექტაკლისა.

" />
22:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 13:28:16, 3855 ნახვა

კულტურა
15,16,17 ივნისს თუმანიშვილის სახელობის თეატრი „დონ კიხოტის“ პრემიერა გაიმართება

15,16,17 ივნისს, 20:00 სთ  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და შემოქმედებითი ლაბორატორია „არტლაბი“, წარმოგიდგენთ  პრემიერას  სპექტაკლისა.

 „დონ კიხოტი“.(მისტერია თოჯინებისათვის)  სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

 რეჟისორი და მუსიკის ავტორი – გიორგი აფხაზავა, მხატვარი – ნინო კიტია, განათება და მულტიმედია – გიორგი წყაროველი, თოჯინების ოსტატები – ირინე ყველიაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ნადეჟდა აფხაზავა, ანიმატორები: გიორგი ხარაიშვილი, არჩილ კაპანაძე, ნატალია მოლაშვილი, ანასტასია ურიდია, ანანო დოლიძე, მერი ბეროშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, თამთა ჩუმაშვილი. როლებს ახმოვანებენ : მარი კიტია, ელდარ ფუთკარაძე და გიორგი იარაჯული.

რეჟისორის ხედვა : „...ეს სიმართლე, ჩემს სიგიჟეზე უფრო დამღუპველია... „

„...ბევრის შეშლილი ვგონივარ, და ამის დასტურია ჩვენის თავგადასავლებზე თხრობილი ამბებია, მაგრამ ღირს კი არა ამაზე ფიქრი, როდესაც სამყაროს ისე, როგორც არასდროს ჭირდება მოხეტიალე რაინდები!...“

„...ადამიანი უნდა იბრძოდეს, ადამიანს უნდა სწამდეს, ადამიანი არ უნდა ეგუებოდეს და ღებულობდეს ცხოვრებას ისეთად, როგორიცაა!..“ ეს მხოლოდ ამონარიდებია მისტერიიდან ტოჯინებისათვის. სიტყვებით ახსნა ან მცდელობა გააგებინო სათქმელი, რომელსაც ეს პერსონაჟი ატარებს კი შეუძლებელია. ეს ნაწარმოები ბევრად უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს, დონ კიხოტ ლამანჩელი - მწუხარე სახის რაინდი - ადამიანი თუ დამძიმებულ სხეულში დამწყვდეული მისტიური ენერგიის გროვა, გიჟი, თუ სალოსი?..

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics