11:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 15:06:11, 1403 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტაცია გადაწყვიტა

საფრანეგთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 14 ივნისს ქალაქ მარსელთან ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 29 რუსი გულშემატკივარი გააჩერეს და დოკუმენტები შეუმოწმეს.

საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები შესაძლოა, Euro-2016-ის მიმდინარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

როგორც France Press წერს, რუსი გულშემატკივრების ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ 11 ივნისს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის გამო მიიღო.

რუსეთის გულშემატკივრათა გაერთიანების ხელმძღვანელის ალექსანდრ შპრიგინის განცხადებით, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება უსამართლოა.

მისივე თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნიდან რუსეთის 50-მდე მოქალაქის გაძევებას გეგმავს, მათ შორის ქალების, რომლებსაც არეულობებში მონაწილეობა  არ მიუღიათ.

ცნობისთვის, რუსი გულშემატკივრები საფრანგეთის ქალაქ ლილთან დააკავეს, რომლებიც ხვალინდელ შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ. მატჩში ერთმანეთს რუსეთი სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics