|
2016-06-14 14:31:50, 1016 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანიის საქართველოში რეგისტრირების საკითხებზე "ჰუალინგ ჯგუფთან" სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლის ხელშეწყობის, ბიზნესორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გამართვისა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა „ჰუალინგ ჯგუფთან“, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს. შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს კომპანიის ანგარიში ავიაკომპანიად რეგისტრირებისათვის განხორციელებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, „ჰუალინგ ჯგუფი“ ინვესტიციების განხორციელებას სამოქალაქო ავიაციის სხვა სფეროებშიც გეგმავს. ჩინური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ტექნიკური მომსახურებისა და საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების ცენტრის შექმნით, აგრეთვე მცირე ავიაციის განვითარებისა და მისი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობებით. შეხვედრის ფარგლებში, ჩინური მხარე დეტალურად გაეცნო საქართველოში მოქმედი საავიაციო საკანონმდებო-ნორმატიული ბაზის შესახებ ინფორმაციას მოსამზადებელი სამუშაოების დროულად და ეფექტურად წარმართვისთვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სრული მხარდაჭერა აღუთქვა კომპანიას და მორიგი შეხვედრა თბილისში დაიგეგმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)