|
2016-06-14 10:11:29, 1147 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაქვეყნებს
სტრასბურგის სასამართლო დღეს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებს, - ამ ინფორმაციას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ავრცელებს. საქმე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობის ეპიზოდს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, მას გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვას, სხვისი ქონების მითვისებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა, 25 მაისს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტებების გაკეთების გარეშე მერაბიშვილის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ 2014 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერი დამნაშავედ ცნო ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებაში და მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მერაბიშვილის რამდენიმე სარჩელი უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე განხილული არ არის. სტრასბურგის სასამართლო 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობს. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. სტრასბურგის სასამართლოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვანო მერაბიშვილის საქმეში მოხვდა 2013 წლის 14 დეკემბერს ციხის საკნიდან მისი გაყვანის ეპიზოდიც. ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილს მაშინ კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა ამ ფაქტის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა და სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)