11:31 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 11:52:15, 1112 ნახვა

ეკონომიკა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ მხარდაჭერით, საქართველოს და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მეორე ყრილობა გაიმართა

საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და „ნიუ ჰოსპიტალსის“ მხარდაჭერით 2016 წლის 10-12 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მეორე ერთობლივი ყრილობა.

საქართველოს და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ყრილობა ქართული მხარის ინიციატივით  უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში; მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე პროფესიული კონფერენციების დაგეგმვა ტრადიციულ მოვლენად ჩამოყალიბდება და ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს.

ყრილობას დაესწრო 16 ქვეყნის 300-მდე მონაწილე, მათ შორის საქართველოში მომუშავე  ოფთალმოლოგთა უდიდესი უმრავლესობა.

ყრილობაზე მსოფლიოს მასშტაბით ოფთალმოლოგიის დარგში ბოლო წლის მიღწევები მიმოიხილეს. ყრილობის მონაწილეებისთვის 11 ივნისს პირდაპირ ეთერში მოხდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის საოპერაციოდან ონ-ლაინ რეჟიმში უახლესი მეთოდებით მიმდინარე ოპერაციების ტრანსლირება ყრილობის საკონფერენციო დარბაზში და მათი განხილვა. მოხდა უახლესი ტექნოლოგიების წარდგენა და განხილვა, რაც ძალინ მნიშვნელოვანია ინოვაციების გაცნობისა და სიახლეების გაცვლის თვალსაზრისით, ასევე პროფესიული განვითარების და უწყვეტი განათლების კუთხით.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics