11:31 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 11:48:43, 1020 ნახვა

ეკონომიკა
15 ივნისიდან დონატის ფასი შემცირდება

15 ივნისიდან დონატის ფასი 1,20 ლარამდე შემცირდება, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, „დანკინ დონატსის“ პროდუქცია მისდამი სიყვარულის მიუხედავად ფასის ბარიერის გამო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ იყო.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის  განცხადება:

„3 ივნისს, დონატის საერთაშორისო დღეს ჩვენი შვილობილი კომპანიის, „დანკინ დონატსის“ რესტორნებმა მხოლოდ 1 დღით 1 დონატი 1 ლარად შესთავაზეს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. ამ აქციას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, რაც რესტორნებში მომხმარებლების ნაკადების მნიშვნელოვან ზრდაში გამოიხატა. ამით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი პროდუქცია მისდამი სიყვარულის მიუხედავად ფასის ბარიერის გამო არ იყო ხელმისაწვდომი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის. ჩვენი ამოცანაა ერთგულად ვემსახურებოდეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნებისმიერ ფენას. ამიტომაც კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ამა წლის 15 ივნისიდან დონატის ფასი შემცირდება 1,20 ლარამდე. ეს არის ჩვენი ჯგუფის ბუნებრივი რეაქცია მომხმარებლის მოთხოვნაზე კომპანიის მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში. გმადლობთ ყველას ერთგულებისთვის!“, - ნათქვამია სოსო ფხაკაძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics