11:18 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 09:35:59, 1054 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზმუნაიგაზში" შეხვედრა გამართა

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ყაზმუნაიგაზის" თავმჯდომარე საუატ მუმბაევსა და „ყაზტრანსოილის" გენერალურ დირექტორ ნურტაზ შმანოვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ყაზახური კორპორაციების საინვესტიციო აქტივებზე საქართველოში, მათ სამომავლო გეგმებსა და განვითარების მიმართულებებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიცია, დღეის მდგომარეობით, 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მისი თქმით, დღეს ყაზახურ მხარეს საქართველოში დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საინვესტიციო შესაძლებლობები გაცილებით დიდია. მხარეებმა ისაუბრეს ყაზახური კორპორაციის პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესებზე საქართველოში, მათ შორის, ბათუმის პორტსა და ტერმინალზე, აგრეთვე სასტუმრო „რიქსოსზე" ლიკანში და  მათ ხედვებზე აღნიშნული კომპანიების განვითარების მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics