22:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 17:50:13, 720 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის პარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს

შვედეთის პარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე შვედეთის პარლამენტის წევრი კერსტინ ლუნდგრენი წერს.

ლუნდგრენის თქმით, აღნიშნული საკითხი პარლამენტში უკვე განიხილეს.

“ახლახანს შვედეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ ვალსტრომთან ერთად დავაყენე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. შევთანხმდით, რომ ვთქვათ “კი”, - წერს კერსტინ ლუნდგრენი.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს, ლუქსემბურგში განიხილავენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics