|
2016-06-09 16:24:47, 1288 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: აუცილებლად მოვახერხებთ და დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს - აფხაზებს და ოსებს
"ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ რიცხვში - ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ექს-პრემიერის თქმით, პროვოკაციები, რაც დღეს რუსეთის მხრიდან არის, აღმაშფოთებელია. „მე როგორც ვადევნებ თვალს, ყველა სახელმწიფო მოხელეს ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა. ეს უნდა გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერის გაუგებარი ქმედებების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ, მათ რიცხვში ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი ძალიან დაეხმარნენ რუსეთს, რომ განეხორციელებინა ის, რაც განახორციელა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს და მათთან ერთად უნდა მოხერხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი შეცდომების გამოსწორება. „ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ და დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს აფხაზებს და ოსებს, ამავდროულად გავაერთიანებთ ტერიტორიებს, ამას ჭირდება ის, რაც მე მრავალჯერ მითქვამს - დიდი მოთმინება, სტაბილური ქვეყანა, ეკონომიკური აყვავება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავება. ჩვენ კარგი ქვეყანა უნდა ავაშენოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)