|
2016-06-09 14:11:33, 977 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სამთო ტურიზმის სპეციალისტებს ფრანგები მოამზადებენ
საქართველოში სამთო ტურიზმის პროფესიებში დახელოვნება იყო მთავარი განხილვის თემა სააფრანგეთში სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმისა და საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან შეხვედრზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება 8 ივნისს ქალაქ შამონიში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ხელშეწყობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით გაიმართა. მათივე ცნობით, საფრანგეთის თხილამურებისა და ალპინიზმის ნაციონალური სკოლის (ENSA) დირექტორატთან და სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) პრეზიდენტთან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ENSA საქართველოში მონაწილეობას მიიღებს სამთო ტურიზმის სპეციალისტების მომზადებაში. პარალელურად, მუშაობა დაიწყება ინსტიტუციური განვითარების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებითაც. პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა სამთო გამყოლების, სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების სპეციალისტების, ტრენერებისა და სამთო მაშველების მომზადებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერთა სკოლის კონსორციუმის შეხვედრზე მხარეებმა საქართველოში ENSA-ს მოდელის დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს ტურიზმის ლიდერთა სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების სამინისტროებისა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ინიცირებული პროფესიული კოლეჯია.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)