|
2016-06-09 12:42:48, 1112 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ცნობილი ლიტველი მსახიობი მოგზაურობს
ცნობილი ლიტველი იუმორისტი, ტელე წამყვანი და მსახიობი ოლეგ შურაევი აჭარაში მოგზაურობს და თავისი გადაცემისთვის სპეციალურ ვიდეო რგოლებს ამზადებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მსახიობი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში სტუმრობს. მსახიობმა გადამღებ ჯგუფთან ერთად აჭარაში იმოგზაურა და რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. მათივე ცნობით, ცნობილი ლიტველი მსახიობი მაყურებელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, აჭარაში დასვენების უპირატესობებზე და რეგიონში დასვენებისას თავის გამოცდილებაზე მოუყვება. გადაცემაში ასევე მოხვდება ქართული სადღეგრძელოებისა და სუფრის ტრადიციაც. აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემები ლიტვაში წამყვანი ტელეარხის TV3- ის ეთერში ივნისში გავა.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვაში სარეკლამო კამპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს. წელს პიარ და მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას განსაკუთრებული აქცენტი ლიტვადან აჭარაში ცნობილი ტელეარხების გადაცემების გადამღები ჯგუფების, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების მოწვევაზე კეთდება. მაისის ბოლოს ლიტვაში ასევე გაიმართა ორდღიანი აჭარის დღეები, რომელიც როგორც სხვა პიარ აქტივობები აჭარის ტურისტული პოტენციალის, მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურებოდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)