20:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 16:23:28, 568 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ეწვია.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.

შეხვედრისას საუბარი ევროკავშირის წინაშე არსებულ მიმდინარე სირთულეებსაც შეეხო. მხარეებმა მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისა და შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის სფეროში, და ჩვენი კონტიგენტების მონაწილეობა სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში.

საქართველოსა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, ბოლო დროს მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება.

მხარეებმა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამართლიანი, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არჩევნების ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკთან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს ქვეყნის პირველმა პირმა დონალდ ტუსკს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მისი პირადი ჩართულობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებაში პირადად შეტანილი წვლილისათვის.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics