|
2016-06-07 18:53:50, 988 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ავეჯის მწარმოებელ ამხანაგობა კომფორტი დაათვალიერა
ბათუმის გარეუბანში მდებარე ამხანაგობა „კომფორტს“ დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმოების კომპონენტში და თანადაფინანსების სახით, 15,000 ლარი მიიღო. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას და მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლებას. ამხანაგობა „კომფორტი“ ბათუმის გარეუბანში მცირე საამქროს ამუშავებს, სადაც ავეჯს ამზადებს. თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის ამხანაგობის წევრებს დამატებითი მანქანა-დანადგარები ესაჭიროებოდათ, რომლის შეძენის თანხაც არ ჰქონდათ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში მონაწილებამ ამხანაგობის წევრებს საშუალება მისცა შეეძინათ საჭირო ვერტიკალური ჭრის დაზგა. ამ სიახლის მეშვეობით მათი პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამხანაგობის წევრები თბილისის ტექნოპარკში მიიწვია, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ იქ არსებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში, ინოვაციები საკუთარ წარმოებაში გადმოიტანონ.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)