|
2015-01-08 21:47:56, 5351 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჭანტურია:სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობა, საქართველოს ბიუჯეტს 700 მილიონი დოლარით გაზრდის
„სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობა, საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალს, თავდაპირველდ 50-60 მილიონი დოლარით, ხოლო შემდეგ 600- 700 მილიონით გაზრდის“,-ამის შესახებ ნავთობკორპორაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ 1999 წელს აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით დაიგეგმა და ამჟამად მისი განხორციელება ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. „ამ კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ 1999 წელს დაიგეგმა, როდესაც პირველად ბაქო-სუფსის ნავთობ სადენის მშენებლობა დავიწყეთ და სუფსაში სახმელეთო ტერმინალი ავაშენეთ. სწორედ მაშინ, აშშ-ს მთავრობამ კომპანია „ოტის კაპიალი“-ს მიერ პროექტის ტექნიკური დასაბუთება დააფინანსა. ამჟამად კი, მისი განხორციელება საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალს თავდაპირველად 60-70 მილიონ დოლარით, ხოლო შემდეგ 600- 700 მილიონით გაზრდის, ასევე ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის დასაქმებას და ეს საქართველოს ეკონომიკაზეც დადებითად აისახება“,-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობის შედეგად, საქართველოს ბაზარზე ნავთობის ფასი 20%-ით შემცირდება. გიორგი ჭანტურიას ინფორმაციით, თებერვალში საქართველოს, ამერიკული კომპანია „ოტის კაპიალი“-ს წარმომადგენლები ეწვევიან, რათა მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან, ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოონ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)