|
2016-06-07 13:39:57, 979 ნახვა
ეკონომიკა
პირველად თეგეტა მოტორსი საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე - „Automechanika Dubai 2016“
თეგეტა მოტორსი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო ავტოინდურსტრიულ გამოფენაში - „Automechanika Dubai 2016“ მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 59 ქვეყნის 2000-ზე მეტი ავტოინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები. „Automechanika Dubai 2016“ საშუალებას აძლევს ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე კომპანიებს გაეცნონ და წარმოადგინონ აღნიშნული სფეროს მსოფლიო ბაზარზე არსებულ უახლეს სტანდარტები, დაამყარონ საერთაშორისო ბიზნეს კავშირები. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, თეგეტა მოტორსი იყო პირველი კომპანია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ამ დონის გამოფენაზე წარსდგა. ეს გამოფენა არის საერთაშორისო გამოფენებში ყველაზე პოპულარული რადგან მოიცავს საავტომობილო სფეროს ყველა მიმართულებას: საბურავები, ავტო ნაწილები, ზეთები, დანადგარები, მომსახურება და სხვა მრავალი. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეგეტა მოტორსის უნიკალური კონცეფციის გატანა საერთაშორისო ბაზარზე, გამოფენას 30 000 მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. ჩვენ გავაცანით დამსწრეებს თეგეტა მოტორსის „ნოუ-ჰაუ" რაც გულისხმობს სერვისის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. თეგეტა მოტორსის უნიკალური სერვისი მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული რაც მოიცავს: მულტიბრენდულ ავტო-ტექ მომსახურებას, სრულ სერვისი მსუბუქი, კომერციული, სატვირთო და სპეც ტექნიკისთვის, ონლაინ პლატფორმა - „mycarhistory“, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მუდმივად აკონტროლოს კუთვნილი ავტომობილის, როგორც ტექნიკური მდგომარეობა ისე დანახარჯები; წინასწარი ონლაინ რეზერვაციის სერვისი, თეგეტა ქარდი, თეგეტა კომფორტი - რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მუდმივად მწყობრში ჰყავდეს ავტომობილი სერვის ცენტრში მიუსვლელად, თეგეტა კომფორტით სარგებლობისას მას სასურველ ადგილას მიაკითხავს თეგეტა მოტორსის წარმომადგენელი წაიყვანს ავტომობილს და გამართულს უკან ისევ სასურველ ადგილას მიუყვანს; ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 24 საათიანი ქოლ-ცენტრის მომსახურებით და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია; ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია თეგეტა მოტორსის ავტოსერვისის პროექტების დაგეგმარება და შესრულების მიმართულება; თეგეტა მოტორსის აკადემია; ონლაინ კატალოგები და ბოშის დიზელის სერვის ცენტრი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერ კავკასიაში. ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად ენახათ ის პროდუქტი და სერვისი რაც თეგეტა მოტორსს ქმნის ბაზრის ლიდერ კომპანიად, თეგეტა მოტორსის 20 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე მზად არის საერთაშორისო ბაზარს შესთავაზოს ავტოსერვისის უნიკალური კონცეფცია“, - აცხადებენ კომპანიაში. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების, მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის; საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
(R)
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)