03:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 13:25:01, 730 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა: სტუდენტებისგან მივიღე დავალება, რომ მთვარობაში ყველა საკითხი ოპერატიულად გადავწყვიტო

 „სტუდენტებისგან მივიღე დავალება, რომ ოპერატიულად გადავწყვიტო მთავრობაში ყველა საკითხი“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  „აუდიტორია 115“ -თან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, მან სტუდენტების  ყველა წინადადება მოისმინა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და შეეცდება უმოკლეს ვადებში მოხდეს პრობლემის მოგვარება.

„ვფიქრობ, ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა უნივერსიტეტის განვითარება, წინსვლა და უნდა, რომ ყველა უმაღლესი დაწესებულება საქართველოში იყოს მოწინავე, პროგრესული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მეც და სამონისტროც ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში. ეს შეეხება კონკრეტულად იმ საკითხებს, რაც პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას შეთანხმდა. სტუდენტები პროცესის თითქოს გაწელვას გაგებით ეკიდებიან და ამისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა მათ. მაძლევენ საშუალებას, რომ მათთან ვიმუშაო კონსტრუქციულად. პირველ რიგში, იმ საკითხებზე, რომელიც არ ითმენს. ეს არის განათლების ფუნდამენტალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. მე მივიღე სტუდენტებისგან დავალება, რომ ძალიან ოპერატიულად გადავწყვიტო მთავრობაში ეს საკითხები”,- განაცხადა ჯეჯელავამ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics